დოზირების ტუმბო

დოზირების ტუმბოს ძირითადი ფუნქციაა წინასწარ განსაზღვრული მოცულობის სითხის ან აირის მიწოდება განსაზღვრული დროის ინტერვალში. დღესდღეობით იგი ხშირად გამოიყენება როგორც სამრეწველო, ისე საყოფაცხოვრებო სფეროში. მრეწველობაში ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქვაბე მკვებავი წყლის კონდიცირებისთვის, კვების წარმოების ხაზებზე და გამწმენდ ნაგებობებში დამლექი ხსნარების მისაწოდებლად, ხოლო, მაგალითად, სასტუმროს საცურაო აუზში დოზირების ტუმბოები შეიძლება გამოიყენებოდეს ქლორის მისაწოდებლად დასუფთავების მიზნით.                

Prominent დოზირების ტუმბოები

დოზირების ტუმბოები, როგორც წესი, სისტემებში ქიმიური რეაქციის გამოსაწვევად სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას ან იმავე მიზნით წყალს ადოზირებენ. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია სითხის ზუსტად განსაზღვრული მოცულობის მიწოდება. დოზირების ტუმბოებს შეუძლიათ სითხის მოცულობების ძალიან მაღალი სიზუსტით მიწოდება, რის გამოც მათ ხშირად ირჩევენ ამგვარი გამოყენებისთვის.

დოზირების ტუმბოები მოცულობითი ტუმბოებია და დოზირებას დგუშის ან დიაფრაგმის საშუალებით ახორციელებენ. დგუშის უკუსვლისას დაწნევის ხაზი იკეტება და ტუმბოს კამერაში ხდება შეწოვა. შემდეგ, დგუშის კამერაში უკან შესვლისას, დაწნევის ხაზი იღება და სითხე დოზირდება.

დოზირების რაოდენობის რეგულირება დოზირების ტუმბოს ტიპის მიხედვით განსხვავდება. სოლენოიდურ და დიაფრაგმულ დოზირების ტუმბოებში რეგულირდება სვლების (stroke), ანუ დიაფრაგმის მოძრაობების რაოდენობა, ხოლო პერისტალტიკურ ტუმბოებში დოზირების რაოდენობა ძრავის ბრუნთა რიცხვის რეგულირებით განისაზღვრება. დოზირების ტუმბოები შეიძლება დამზადდეს მრავალი სხვადასხვა მასალისგან — უჟანგავი ფოლადიდან პლასტმასამდე. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ტუმბოს სწორი ტიპისა და მასალის შერჩევა დასადოზირებელი სითხისა და პროცესის მიხედვით.   

წყარო: Prominent