15 იანვარი, 2024
მუშა თვლების სახეები ცენტრიდანულ ტუმბოებში მუშა თვლის ძირითადი ფუნქციაა ძრავიდან ლილვის საშუალებით მიღებული მექანიკური ენერგიის გადაცემა მასში გამავალი სითხისთვის, რის შედეგადაც სითხე ან აირი იძენს გარკვეულ წნევასა და ნაკადს. წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის მრავალფეროვნების გათვალისწინებით, აუცილებელია ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული თვისებების მქონე სითხეების გადატუმბვა. სითხეებისა და მათი თვისებების ცვლილებასთან ერთად უნდა იცვლებოდეს ტუმბოში გამოყენებული მუშა თვლის ტი…
15 იანვარი, 2024
ელექტროძრავების ჩართვის სქემები და მათი მახასიათებლები სამფაზა ასინქრონულ ძრავებში სტატორის გრაგნილების დამზადების შემდეგ, ქსელთან მისაერთებლად, ძრავის გარეთ, კლემების კოლოფში, ჩვეულებრივ, ექვსი ბოლო გამოდის. ეს გრაგნილების საწყისი და ბოლო გამომყვანებია. ამ გამომყვანების მიერთების სქემების მიხედვით შესაძლებელია ძრავების გაშვება (ანუ პირველადი ჩართვა) სხვადასხვა გზით. პირდაპირი გაშვება (Direct Online DOL) როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს მეთოდი გულისხმობს ძრავის უშუალოდ ქსელთან …
15 იანვარი, 2024
ბურთულიანი სარქველი შედგება ლილვის შუაში განთავსებული ღრუ მბრუნავი ბურთულისგან. ლილვის ბრუნვითი მოძრაობის წყალობით ეს ბურთულა სარქველის კორპუსში 90° -ით ბრუნავს და ნაკადის კონტროლს უზრუნველყოფს. ბურთულიანი სარქველები საიმედო და გამძლეა. მათ შეუძლიათ უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი ფუნქცია მაშინაც კი, თუ დიდხანს ერთსა და იმავე მდგომარეობაში რჩებიან. ამავდროულად, ისინი ლილვის მდგომარეობის ხშირი ცვლილების საშუალებას იძლევა. ამასთან, მათი დანიშნულება, ძირითადად, სრულად ღია ან სრულად…
15 იანვარი, 2024
ქიმიური ტუმბოები გამოიყენება ნავთობქიმიურ, კვების და ქიმიურ მრეწველობაში, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გარე (offsite) დანადგარებსა და მაღალტემპერატურულ გათბობის სისტემებში. ისინი გადატუმბავენ ცხელ, ცივ, აგრესიულ, აქროლად, ფეთქებად, ტოქსიკურ, დაბინძურებულ და განსაკუთრებით ძვირფას სითხეებს. ამიტომ სითხესთან შეხებაში მყოფი ნაწილები მზადდება კოროზიამედეგი მეტალური და არამეტალური მასალებისგან ან დაცულია მედეგი რეზინის, პლასტმასის ან მინანქრის საფარით. ამ ტუმბოში კორპუსი …
15 იანვარი, 2024
სამრეწველო ქარხნებში ბევრი აღჭურვილობა თუ საწარმოო პროცესი საჭიროებს გაცხელებას. პლასტმასის წარმოება, ხისა და ტყის პროდუქტების დამუშავება, კომპოზიტური პროცესები, ქიმიური პროცესები და სხვა დარგები ის სფეროებია, სადაც ეს საჭიროება განსაკუთრებით დიდია. სითბოს გადაცემისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება 200°C-დან 350 °C-მდე ტემპერატურაზე გამოსაყენებლად განკუთვნილი თბომატარებელი ზეთები, ხოლო უფრო დაბალი ტემპერატურისთვის სამუშაო სითხედ შეიძლება გადახურებული წყალიც გამოიყენებოდეს. ეს ზ…
15 იანვარი, 2024
ჰიგიენური ტუმბოები, როგორც წესი, გამოიყენება კვების, ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ დარგებში, სადაც ადამიანის ჯანმრთელობის საკითხი ყველაზე კრიტიკულია. ამ დარგებში გამოყენებული აღჭურვილობა ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ სტანდარტებს შორისაა 3A, European Hygienic Engineering and Design Group (EHEDG, ჰიგიენური ინჟინერიისა და დიზაინის ევროპული ჯგუფი), FDA (Food and Drug Administration, აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტო). ჰიგიენურ ტუმბოებ…
15 იანვარი, 2024
ჰიდროფორი, მოკლედ, არის აღჭურვილობის ერთობლიობა, რომელიც ქსელის წნევის არასაკმარისობის შემთხვევაში წყალს წნევას აძლევს და სასურველ წერტილამდე აწვდის. დღესდღეობით ჰიდროფორები ფართოდ გამოიყენება თითქმის ყველა საცხოვრებელ სახლში, მაღალსართულიან შენობაში და სამრეწველო ობიექტებშიც კი. ჰიდროფორული სისტემა შედგება ისეთი აღჭურვილობისგან, როგორიცაა ტუმბო-ძრავა (ერთი ან, წნევის მოთხოვნის მიხედვით, მეტი), მართვის ფარი, სარქველები, მანომეტრები და გაფართოების ავზი. ანუ ჰიდროფორი არ არის მ…
15 იანვარი, 2024
Globe სარქველი, ბურთულიანი სარქველისგან განსხვავებით, მუშაობს ზემოთ-ქვემოთ მოძრავი შტოკის პრინციპით, რომლის ბოლოშიც განთავსებულია ჩამკეტი ელემენტი (მას დისკს ან plug-საც უწოდებენ) და რომელიც არეგულირებს სარქველში გამავალ ნაკადს. Globe სარქველები, როგორც წესი, მარეგულირებელ სარქველად გამოსაყენებლად არის შესაფერისი. ბურთულიანი სარქველები ნაკადის პარალელური მიმართულებით მუშაობს, ხოლო Globe სარქველები — ნაკადის პერპენდიკულარული მიმართულებით. Globe სარქველები მარეგულირებელ სარქველ…
15 იანვარი, 2024
დოზირების ტუმბოს ძირითადი ფუნქციაა წინასწარ განსაზღვრული მოცულობის სითხის ან აირის მიწოდება განსაზღვრული დროის ინტერვალში. დღესდღეობით იგი ხშირად გამოიყენება როგორც სამრეწველო, ისე საყოფაცხოვრებო სფეროში. მრეწველობაში ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქვაბე მკვებავი წყლის კონდიცირებისთვის, კვების წარმოების ხაზებზე და გამწმენდ ნაგებობებში დამლექი ხსნარების მისაწოდებლად, ხოლო, მაგალითად, სასტუმროს საცურაო აუზში დოზირების ტუმბოები შეიძლება გამოიყენებოდეს ქლორის მისაწოდებლად დასუფთ…
15 იანვარი, 2024
ჩამდინარე წყლის ტუმბოები, როგორც წესი, გადატუმბავენ ძლიერ დაბინძურებულ წყალს, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ორგანული, არაორგანული და მინერალური წარმოშობის მყარ ნაწილაკებს. ჩვეულებრივ უპირატესობა ენიჭება არათვითშემწოვ ერთსაფეხურიან ტუმბოებს. ისინი მთლიანად ჩაძირულია გადასატუმბ სითხეში. შემამჭიდროებლად გამოიყენება ცვეთამედეგი მექანიკური შემამჭიდროებლები. ტიპური გამოყენების სფეროებია კვების მრეწველობა, მშენებლობა, ცელულოზა-ქაღალდის, შაქრისა და მეტალურგიული მრეწველობა (მაგ., ლითონებ…