სამრეწველო ქარხნებში ბევრი აღჭურვილობა თუ საწარმოო პროცესი საჭიროებს გაცხელებას. პლასტმასის წარმოება, ხისა და ტყის პროდუქტების დამუშავება, კომპოზიტური პროცესები, ქიმიური პროცესები და სხვა დარგები ის სფეროებია, სადაც ეს საჭიროება განსაკუთრებით დიდია. სითბოს გადაცემისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება 200°C-დან 350 °C-მდე ტემპერატურაზე გამოსაყენებლად განკუთვნილი თბომატარებელი ზეთები, ხოლო უფრო დაბალი ტემპერატურისთვის სამუშაო სითხედ შეიძლება გადახურებული წყალიც გამოიყენებოდეს. ეს ზეთი ქარხანაში დახურულ სისტემაში ცხელდება და საჭირო წერტილამდე ცხელი ზეთის ტუმბოებით მიეწოდება.
KSB ცხელი ზეთის ტუმბოები, თანმიმდევრობით: Etanorm-SYT(ETNY), Etaline-SYT, Etabloc-SYT, Etanorm RSY
ვინაიდან ამ ტუმბოებში ტემპერატურა ძალიან მაღალია, ტუმბოს კორპუსსა და შემამჭიდროებელს შორის საჭიროა ჰაერით გაგრილებადი სპეციალური ზონა. ამ ზონის წყალობით შემამჭიდროებლამდე მისული სითხის ტემპერატურა მნიშვნელოვნად ეცემა, რაც სტანდარტული საკისრებისა და ნაკლებად ძვირადღირებული შემამჭიდროებლების გამოყენების საშუალებას იძლევა.
ცხელი ზეთის ტუმბოების ტექნიკური მომსახურებისას ან ავარიისას არსებობს დამწვრობისა და ხანძრის საფრთხე, ამიტომ უსაფრთხოების ზომები უნდა იქნეს მიღებული როგორც ტუმბოზე მომუშავე ჯგუფისთვის, ისე გარემომცველი სივრცისთვის. გარდა ამისა, ასეთი მაღალი ტემპერატურის სითხის ტუმბოდან გაჟონვის შემთხვევაში ობიექტზე ხანძრის საფრთხე ჩნდება. ამიტომ ამ ტუმბოებში გაჟონვის აღმოჩენის/პრევენციის გარე მოწყობილობების გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
წყარო: KSB Global

