Globe სარქველი, ბურთულიანი სარქველისგან განსხვავებით, მუშაობს ზემოთ-ქვემოთ მოძრავი შტოკის პრინციპით, რომლის ბოლოშიც განთავსებულია ჩამკეტი ელემენტი (მას დისკს ან plug-საც უწოდებენ) და რომელიც არეგულირებს სარქველში გამავალ ნაკადს. Globe სარქველები, როგორც წესი, მარეგულირებელ სარქველად გამოსაყენებლად არის შესაფერისი. ბურთულიანი სარქველები ნაკადის პარალელური მიმართულებით მუშაობს, ხოლო Globe სარქველები — ნაკადის პერპენდიკულარული მიმართულებით.

Globe სარქველები მარეგულირებელ სარქველად გამოსაყენებლად არის შესაფერისი, ხოლო ნაკადის პერპენდიკულარული მუშაობის პრინციპი მათ გამოყენებას მოხერხებულს ხდის მაღალი წნევის მილსადენებში.

Globe სარქველის ძირითადი ნაწილებია: სახელური ბორბალი, კორპუსი, დისკი და სახურავი. 

Globe სარქველებში ნაკადი სარქველის შიგნით მიმართულებას იცვლის, ამიტომ ხახუნის დანაკარგები მაღალია. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მარეგულირებელ სარქველად გამოსაყენებლად არის შესაფერისი, შუალედურ მდგომარეობაში დატოვებისას დისკი მუდმივად განიცდის ნაკადის დატვირთვას, რაც იწვევს ცვეთასა და დაზიანებას.

წყარო: KSB Global