როგორ შევარჩიოთ ცენტრიდანული ტუმბო?
ცენტრიდანული ტუმბოს შესარჩევად, ძირითადად, სამი მონაცემია საჭირო.
- ტუმბოს ხარჯი
- ტუმბოს დაწნევის სიმაღლე
- გადასატუმბი სითხის ტიპი
ზემოაღნიშნული მონაცემების გაერთიანებით შეირჩევა ტუმბო, რომელიც მოთხოვნილ სამუშაოს ყველაზე ეფექტიანად შეასრულებს. დღესდღეობით ეს შერჩევა სპეციალური შერჩევის პროგრამებით ხორციელდება. თუ შერჩევის პროგრამის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივებიდან რომელი იქნება საველე პირობებისთვის ყველაზე შესაფერისი, ეს შემრჩევის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ისეთ კითხვებზე პასუხი, როგორიცაა: როგორი იქნება ტუმბოს კონსტრუქცია, რომელი მასალა და შემამჭიდროებლის რომელი ტიპი იქნება გამოყენებული, რა ბრუნთა რიცხვით შეასრულებს ტუმბო მოთხოვნილ სამუშაოს ან რა პარამეტრები უნდა უზრუნველყოს ობიექტმა, რომ ტუმბოში ვაკუუმის მსგავსი პრობლემები არ წარმოიქმნას, სრულად შემრჩევ პირზეა დამოკიდებული. შესაბამისად, რაც მეტი ინფორმაცია მიეწოდება ტუმბოს შემრჩევ პირს, მით უფრო ზუსტი და ხანგამძლე ტუმბოს შერჩევაა შესაძლებელი.

