(CIP) ანუ Clean- In- Place, არის მილსადენების, ავზების, ტექნოლოგიური აღჭურვილობის, ფილტრებისა და ყველა დაკავშირებული შემაერთებელი ელემენტის ადგილზე, დაშლის გარეშე გაწმენდის მეთოდი.

1950-იან წლებამდე დახურული სისტემები ხელით იშლებოდა და იწმინდებოდა. CIP-ის გაჩენამ დიდი უპირატესობა მისცა ისეთ დარგებს, რომლებიც ხშირ შიდა გაწმენდას საჭიროებს, მაგალითად, კვებისა და ფარმაცევტულ მრეწველობას. CIP-ის გამოყენება სავალდებულო გახდა მრავალ სფეროში, უპირველეს ყოვლისა გაზიანი სასმელების, რძის პროდუქტების, ფარმაცევტიკისა და ფარმაკოლოგიის, კოსმეტიკისა და კვების პროდუქტების წარმოებაში.

 

CIP პროცესის უპირატესობებია:

  • ჩვეულებრივ რეცხვის პროცესებთან შედარებით გაცილებით სწრაფია.
  • რეცხვის შედეგად მიღწეული ჰიგიენის დონე ძველ სისტემასთან შედარებით გაცილებით მაღალია.
  • ვინაიდან რეცხვის სისტემა ავტომატიზებულია, ადამიანური შეცდომის ალბათობა გამორიცხულია.
  • ვინაიდან რეცხვის პროცესი ძალიან მარტივი და სწრაფია, მისი გამეორებაც ადვილია.
  • მაღალი საიმედოობით გამოირჩევა.

CIP სისტემაში მილები და სარქველები ირეცხება სითხის ტურბულენტური მოძრაობის რეჟიმში, რათა მიღწეულ იქნეს რეცხვის მაქსიმალური ეფექტი. ამ ეტაპზე გამოიყენება სტაციონარული ან მოძრავი ტიპის სარეცხი სფეროები. დიდი ზომის ავზები ირეცხება დინამიკური სარეცხი ჭავლით, რომელიც მაღალი ენერგიით აშორებს ჭუჭყის აპკსა და ფხვიერ ნალექს.

რეცხვისას ორი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია: ტემპერატურა და გამოყენებული ქიმიური სარეცხი საშუალება. ეს კრიტერიუმები იცვლება დარგისა და კომპანიის არჩევანის მიხედვით.

 

წყარო: GEA CIP Proses Solution