4 თებერვალი, 2023
როგორ განვსაზღვროთ ძრავის სიმძლავრე ცენტრიდანული ტუმბოებისთვის? ცენტრიდანული ტუმბოების ძრავის ზომა შეირჩევა ტუმბოს ლილვზე სიმძლავრის მიხედვით. ტუმბოების ლილვზე სიმძლავრისა და ძრავის მინიმალური საჭირო ზომის შესახებ არსებობს ISO-ს აღიარებული და საერთაშორისო დონეზე გამოყენებული სტანდარტები. ამ სტანდარტების გარდა, ძრავის სიმძლავრის შერჩევისას ყველაზე გავრცელებული მეთოდია ისეთი ძრავის შერჩევა, რომელიც საჭირო სიმძლავრეს ტუმბოს ლილვზე სიმძლავრის მრუდის ბოლომდე უზრუნველყოფს. მაგალითა…
4 თებერვალი, 2023
როგორ შევარჩიოთ ცენტრიდანული ტუმბო? ცენტრიდანული ტუმბოს შესარჩევად, ძირითადად, სამი მონაცემია საჭირო. ტუმბოს ხარჯი ტუმბოს დაწნევის სიმაღლე გადასატუმბი სითხის ტიპი ზემოაღნიშნული მონაცემების გაერთიანებით შეირჩევა ტუმბო, რომელიც მოთხოვნილ სამუშაოს ყველაზე ეფექტიანად შეასრულებს. დღესდღეობით ეს შერჩევა სპეციალური შერჩევის პროგრამებით ხორციელდება. თუ შერჩევის პროგრამის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივებიდან რომელი იქნება საველე პირობებისთვის ყველაზე შესაფერისი, ეს შემრჩევის გამოცდილე…
4 თებერვალი, 2023

ქუროს ცენტრირება და ლილვების სწორი თანაღერძულობა ცენტრიდანულ ტუმბოებში KSB და სხვა მწარმოებლები ტუმბოს, როგორც წესი, საძირკვლის ჩარჩოზე დამონტაჟებულს და ელექტროძრავასთან ქუროთი მიერთებულს აწვდიან. თუმცა ტრანსპორტირებისა და ტუმბოს საბოლოო ადგილზე მონტაჟის დროს წარმოქმნილი რყევები ამ აღჭურვილობის ცენტრირებას არღვევს. ამიტომ ტუმბოს მონტაჟისა და ბეტონირების მითითებული პირობების შესაბამისად დასრულების შემდეგ ქუროს ცენტრირება ხელახლა უნდა შესრულდეს. გარდა ამისა, ხელახალი ცენტრირება…
4 თებერვალი, 2023

რა არის ლილვის შემამჭიდროებელი? როგორც ცნობილია, ლილვის შემამჭიდროებელი ცენტრიდანული ტუმბოების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. მისი გამოყენება სავალდებულოა ყველა ცენტრიდანულ ტუმბოში, გარდა მაგნიტური ქუროს მქონე (შემამჭიდროებლის გარეშე) ტუმბოებისა. ამ სტატიაში შევეცდებით გაგიზიაროთ ინფორმაცია შემამჭიდროებლების სახეებისა და მათი მუშაობის მექანიზმის შესახებ. ცენტრიდანულ ტუმბოში შემამჭიდროებლის ძირითადი ფუნქციაა ჰერმეტულობის უზრუნველყოფა ტუმბოს სველ და მშრალ ზონებს შორის. სველი ზონა…
4 თებერვალი, 2023

საკისრის ფუნქცია და შეზეთვა ცენტრიდანულ ტუმბოში ცენტრიდანული ტუმბოები, თავისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში რადიალურ და ღერძულ დატვირთვებს განიცდის. ეს დატვირთვები ტუმბოს შემადგენელ ნაწილებზე მუდმივ დაძაბულობას ქმნის და მასალებს აზიანებს. ამ შემთხვევაში, როგორც ტუმბოში წარმოქმნილი დატვირთვების გასაწონასწორებლად, ისე მბრუნავი ელემენტების დასაყრდენად გამოიყენება საკისრები. შესაბამისად, საკისრები ტუმბოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ხ…
4 თებერვალი, 2023

შეწოვის მილგაყვანილობა ცენტრიდანულ ტუმბოებში ტუმბოებში წარმოქმნილი ავარიები ბევრი ობიექტისთვის პირდაპირი ხარჯის წყაროა, ამასთან, ობიექტზე ტუმბოს მიერ შესრულებული ფუნქციიდან გამომდინარე, ნებისმიერი ავარია, რომელმაც შეიძლება წარმოების შეჩერება გამოიწვიოს, მეორად და გაცილებით დიდ მატერიალურ ზარალს იწვევს. ვინაიდან ეს ავარიები ტუმბოში ხდება, ყურადღების ცენტრში ყოველთვის ტუმბო ექცევა. თუმცა მრავალ შემთხვევაში პრობლემების ძირეული მიზეზი ტუმბოს მილგაყვანილობის კონსტრუქციაა. დღეს მოგ…
4 თებერვალი, 2023
სტანდარტები სამრეწველო და კომერციული გარემოს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია. სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის მოთხოვნით კომპანიები დარწმუნებულნი არიან, რომ შეძენილი პროდუქცია დააკმაყოფილებს მნიშვნელოვან საექსპლუატაციო და უსაფრთხოების მოთხოვნებს, მაშინაც კი, თუ ის ისეთი კომპანიიდანაა, რომელთანაც მანამდე არასოდეს უთანამშრომლიათ. სტანდარტები ასევე იძლევა გარანტიას, რომ სხვადასხვა მომწოდებლის მიერ წარმოებულ პროდუქციასაც კი ერთნაირი ძირითადი მახასიათებლები ექნება. იმის გათვალისწ…
2 ოქტომბერი, 2020

(CIP) ანუ Clean- In- Place, არის მილსადენების, ავზების, ტექნოლოგიური აღჭურვილობის, ფილტრებისა და ყველა დაკავშირებული შემაერთებელი ელემენტის ადგილზე, დაშლის გარეშე გაწმენდის მეთოდი. 1950-იან წლებამდე დახურული სისტემები ხელით იშლებოდა და იწმინდებოდა. CIP-ის გაჩენამ დიდი უპირატესობა მისცა ისეთ დარგებს, რომლებიც ხშირ შიდა გაწმენდას საჭიროებს, მაგალითად, კვებისა და ფარმაცევტულ მრეწველობას. CIP-ის გამოყენება სავალდებულო გახდა მრავალ სფეროში, უპირველეს ყოვლისა გაზიანი სასმელების, რძ…